მთავარი » 2015 » April / აპრილი » 11 » 11 უსწრაფესი მატარებელი მსოფლიოში...
8:42 PM
11 უსწრაფესი მატარებელი მსოფლიოში...



... ... გთავაზობთ გაეცნოთ ჩქაროსნულ, მაღალსიჩქარიან მატარებლებს, რომლებსაც გადაყავთ მგზავრები ევროპასა და აზიაში:
 
1. მაღალსიჩქარიანი მაგლევ-ტრასა (მაგნიტურ ბალიშზე), რომელიც აერთიანებს შანხაის „Pudong“ აეროპორტს უშუალოდ შანხაისთან (Shanghai), გაგაქროლებთ ქალაქამდე (და უკან) 430 კმ/სთ სიჩქარით…

2. კომპანია „Thalys“-ის მატარებლები – ჩქაროსნული მატარებლები, რომელთაც გადაყავთ მგზავრები პარიზი-ბრიუსელი -კოლნი-ამსტერდამი-

მოძრაობენ 300 კმ/სთ სიჩქარით. მაგალითად, ბრიუსელიდან პარიზში ჩასვლას ამ კოპანიის მატარებლით, ჩვეულებრივ სჭირდება 82 წუთი;

3.ტაივანის „700T“ ჩქაროსნული სარკინიგზო მატარებლები (THSR), რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ უმსხვილეს ტაივანის მეგაპოლისს – Taipei და Kaohsiung – მიმოსვლას ასრულებს 300 კმ საათით.​


4. ჩქაროსნულ მატარებელს, რომელიც მიმოსვლას ასრულებს ლონდონსა და პარიზს შორის, გადაყავს მგზავრები ერთი დედაქალიქიდან მეორეში მხოლოდ 3 საათში. მატარებელი მოძრაობს სიჩქარით 300 კმ/საათში.


5. იტალიის მატარებლები, რომლებიც აკავშირებენ რომს მილანთან და ფლორენციასთან, ამ მარშრუტით მიმოსვლას აწარმოებენ უკვე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. მათი მაქსიმალური სიჩქარეა 300 კმ/ საათში.

6.
სამხრეთ კორეის ჩქაროსნული მატარებლით, რომელიც დამზადებულია კონცერნ Hyundai-ის მიერ, შესაძლებელია სეულიდან -კორეის რესპუბლიკის დედაქალაქიდან ბუსანამდე ჩასვლა 305 კმ/სთ სიჩქარით.

7. მაგრამ, თუ თქვენ უნდა მოხვდეთ კიოლნიდან ფრანკფურტში, მაშინ ამ მარშრუტის ჩქაროსნული მატარებელი გაგაქანებთ დანიშნულების ადგილამდე 320 კმ/სთ სიჩქარით.

8 .TGV -ფრანგული ჩქაროსნული სამგზავრო ელმავალი. ჩქაროსნული „TGV„ ელექტრო-მატარებლების ფრანგული ქსელი მოიცავს მთელ ქვეყანას. სიჩქარე, რომელსაც აღწევენ „TGV „ მატარებლები, შეადგენს 320 კმ/საათში.

9. იაპონურ სუპერ-ჩქაროსნულ სამგზავრო ექსპრესზე „E5 Shinkansen“ ტოკიოდან შინ-აომორის (Shin-Aomori) სადგურამდე შეიძლება „ჩავფრინდეთ“ 3 საათში, 330 კმ/სთ სიჩქარით;

10 .ესპანეთის რკინიგზების კომპანია-ჩქაროსნული მატარებლები AVE, ახორციელებს ტრანსპორტირებას სპეციალურად დაგებული ხაზებით და აღწევს სიჩქარეს 330 კმ/სთ-მდე;

ასეთი ჩქაროსნული მატარებლით მადრიდიდან ბარსელონაში შესაძლებელია მისვლა 2 საათსა და 38 წუთში.


11. მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი პეკინი-ტიანჯინი (Beijing-Tianjin) გაიხსნა 2008 წელს. მატარებლები ამ ორ ქალაქს შორის, მაღალფარდოვანი სიტყვით რომ ვთქვათ,- „დაფრინავენ“ მაქსიმალური სიჩქარით-360კმ/სთ, რომლებსაც გადაყავთ მგზავრები ერთი პუნქტიდან მეორეში მხოლოდ და მხოლოდ – 30 წუთში…

კატეგორია: მატარებელი | ნანახია: 719 | დაამატა: Gioapro_admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე