მთავარი » 2015 » April / აპრილი » 14 » გამოსახულება სარკეში...
1:23 AM
გამოსახულება სარკეში...



ღამით გამეღვიძა. ცივი ვიყავი. კოშმარი დამესიზმრა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სიზმარში რა ვნახე. შევეცადე შიშის გრძნობა მომეშორებინა. საათს დავხედე. სამი საათი იყო. სიბნელის არასოდეს არ მეშინოდა, თუმცა იმ ღამეს რაღაც ცუდად იყო. ვგრძნობდი, თითქოს ვიღაც მიყურებდა.

ორსართულიან სახლში ვცხოვრობდი, სადაც ბევრი სარკე იდო. მამაჩემმა სარკეები ისე დადო, რომ თუ გარკვეულ ადგილებში დადგებით ყველაფერს დაინახავთ. სმენაც კარგი მაქვს. მაგალითად კატა თუ ერთ ოთახში რამეს ჩამოაგდებს, მე მეორე ოთახში ყოფნის დროსაც მესმის. წინათგრძნობაც მაქვს. ის ყოველთვის მაფრთხილებს, როცა რამე ცუდი უნდა მოხდეს. წინათგრძნობამ მაშინაც გამაფრთხილა.
ტელეფონის ზარის ხმამ გამაღვიძა. ავდექი და ტელეფონი ავიღე. მარტო ვიღაცის სუნთქვის ხმა მესმოდა. გავთიშე და დავინახე, რომ დაბლიდან სინათლე არ ამოდიოდა. სამზარეულოში შუქი ანთებული დავტოვე. დაბლა ჩავედი. სახლის კარი ღია იყო. ფრთხილად მივედი კარებთან და დავკეტე. ჩაცუცქული შევიპარე სამზარეულოში. ონკანიდან წვეთები გადმოდიოდა. შუქი ავანთე და დავინახე, რომ სისხლის წვეთები იყო. ჩემი კატა მოეკლათ და ონკანზე ჩამოეკიდათ. იქ წარწერაც იყო: თვალები კი არა ყურები დაძაბე.
დანა ავიღე და სხვა ოთახში გავედი. კარადიდან ხმაური მომესმა. ფრთხილად გავაღე. დანით დასერილი მამაჩემი დავინახე. წარწერაც იყო: სახლიდან ორი წავიდა, მაგრამ ორი კიდეც აქ არის. ეს საშინელი ადამიანი ჩემი და დედაჩემის მოკვლასაც აპირებდა.
ძალიან მეშინოდა, მაგრამ სიბრაზე ვიგრძენი. იმ ნაძირალას მოკვლა მინდოდა. მისაღებ ოთახში შევედი და კიდევ ერთი წარწერა დავინახე. იქ სუსტი ნათურა ენთო და წავიკითხე: სინათლე არ აანთო, თორემ შეგეშინდება.
სინათლე ავანთე და ადამიანების სხეულის ნაწილები დავინახე. გაოგნებული და შეშინებული ვიყავი. შიშმა სიბრაზეს აჯობა. ზევით მინდოდა ასვლა. საუბედუროდ კიბეებზე დედაჩემის თავი დავინახე.
ისეთ ადგილზე დავდექი, რომლიდანაც სარკეებში ანარეკლის დანახვა შეიძლებოდა. ცოტახანს ვიდექი. საოცრება იყო, მაგრამ მკვლელი არ ჩანდა?! მერე დავიყვირე და სარკეებს მოვშორდი. ახლა ყველა სარკეში მე ვჩანდი. საშინელი მკვლელი! მანიაკი, რომელიც ხალხს ხოცავდა. ჩემი სიზმარი გამახსენდა. მე ხომ ადამიანებს ვხოცავდი?! ეს უბრალო კოშმარი არ იყო. რეალობა იყო!
ყელთან დანა მივიტანე. ყველაფერი დამთავრდა... :-| 

კატეგორია: საშიში ნამდვილი ისტორიები | ნანახია: 824 | დაამატა: Gioapro_admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე