მთავარი » 2015 » April / აპრილი » 11 » გატაცებული სამგზავრო მატარებელის ავარია... :-/
8:55 PM
გატაცებული სამგზავრო მატარებელის ავარია... :-/


21 წლის გოგონა-დამლაგებლის მიერ გატაცებული სამგზავრო მატარებელი შეეჯახა საცხოვრებელ სახლს...


ამ დღეებში სტოკჰოლმის (შვედეთი) ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა უჩვეულო შემთხვევა; დეპოდან გაიტაცეს მატარებელი. გამტაცებელი აღმოჩნდა 21 წლის გოგონა-დამლაგებელი;

სავარაუდოდ, მისი პროფესიული მატარებლის მართვის უნარ-ჩვევები არ იყო საკმარისი, რომ სრულფასოვნად შეეცვალა მემანქანე;
სტოკჰოლმის გარეუბანში, თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გაისმა შორიახლოდან მოახლოებული მატარებლის ხმა, რომელიც უახლოვდებოდა სრული სისწრაფით. ექსპერტები აღნიშნმავდნენ, რომ ავარიის მომენტისათვის სარკინიგზო შემადგენლობის სიჩქარე ტოლფასი იყო 80 კმ/სთ-ში. გარდა ამიასა, მატარებელი მოძრაობდა სრულიად სხვა მიმართულებით და გეგმაში არ შედიოდა გზის ეს მონაკვეთი; შედეგად, მატარებელი გადავიდა რელსებიდან და შეეჯახა კოტეჯს.
სასწაულებრივად გადარჩენილი „გამტაცებელი“ ვერმფრენის საშუალებით, მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში ; როდესაც მის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და საბლოოდ დასტაბილურდა, პოლიციელებს რასაკვირველია ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ აძლევდა ის , თუ რატომ გააკეთა ახალგაზრდა გოგონამ ასეთი უმსგავსო და შემზარავი საქციელი.


კოტეჯის მაცხოვრებლებიც თავს მშვენივრად გრჩნობენ, მაგრამ ერთ-
ერთმა მოსახლემ აღიარა, რომ დეპოში ყველაფერი იდეალურად არ იყო, არც მეტროპოლიტენის მოტორვაგონიანი სექციები და ვაგონები კი დიდი ხანია ჩამოწერილია საექსპლუატაციოდ… უახლოეს თვეში ექსპერტები აპირებენ „დეპოს“ მონახულებას…
დეპოს დირექტორმა განაცხადა, რომ საერთოდ დეპო- depot ნიშნავს საწყობს, საცავს; და იგოი არის ერთგვარი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ვაგონების, ლოკომოტივების, მეტროპოლიტენის მოტორვაგონიანი სექციების, ტრამვაების ექსპლუატაციასა და რემონტს. მან აუხსნა ჯურნალისტებს, რომ საერთოდ მოძრავი შედგენილობის ტიპის მიხედვით დეპო შეიძლება იყოს სპეციალიზებული და შერეული. სპეციალიზებულში შედის ლოკომოტივები, ვაგონები, ხოლო შერეულში : ელმავლები, თბომავლები, მოტორვაგონიანი მატარებლები და სხვა. გარდა ამიასა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ანუ „დეპოს“ ტერიტორიაზე განლაგებულია ენერგეტიკის მოწყობილობებით და ამწესატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვილი საწარმო, საწყობები, ლიანდაგები ;

10 წელია მატარებელი და ვაგონები არ აქვემდებარება ექსპლუატაციას და ბატონმა პიტერ სამქჰსონმა (Peter Samqhson) აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ თანამედროვე შემადგენლობის და აღჭურვილობის შეძენას…
  
  

კატეგორია: მატარებელი | ნანახია: 598 | დაამატა: Gioapro_admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე