მთავარი » 2015 » April / აპრილი » 14 » გზა მთებში...
2:08 AM
გზა მთებში...


მთაზე ნისლი ჩამოწოლილიყო. ღამე იყო და გზაზე არავინ არ დადიოდა. მთის არწივები სიჩუმეს არღვევდნენ. მერე ჰორიზონტზე მანქანა გამოჩნდა. – სულ ნისლი! – თქვა გაბრაზებულმა ლეონმა. – ასე როგორ შეიძლება?! ეს ირმებიც წინ დარბიან. ერთი დღე მაინც იყოს ისეთი რომ ნისლი არ ჩამოწვეს. ირემს თუ დაეჯახებოდა და მოკლავდა ეგ არაფერი, მაგრამ მანქანა? თავის მშვენიერ პორშეს ხომ ვერ გააფუჭებდა? არა, ამას ვერ იზამდა. ფრთხილად უნდა ყოფილიყო. 42000 – ს დოლარიან მანქანას გაფრთხილება სჭირდებოდა. საშინლად ცინიკოსი იყო. ერთი მეგობარიც არ ჰყავდა. ძვირიანი მანქანა ჰყავდა, მაგრამ ფეხსაცმელში ფულის დახარჯვა არ უნდოდა. უვარგისი ფეხსაცმლის გამო კიბეზე ხშირად გორდებოდა. ნისლი ცოტათი გაიფანტა. ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ლეონმა მაღლა აიხედა და ამ სილამაზეს შეხედა. მისმა საშინელმა გულმაც ვერ გაუძლო და ასეთი საოცრებით მოიხიბლა… საჭეს თავი მიარტყა და გაეღვიძა. მანქანა გააჩერა. გადმოვიდა და დაფიქრდა. როგორც ჩანდა რაღაცას დაეჯახა. – ჯანდაბა! მე რატომ მომივიდა? მიხვდა რომ საჭესთან დაეძინა. სიბნელეში გზაზე დაგდებული და სისხლიანი გოგონა დაინახა. ლეონი ციხეში რომც არ ჩაესვათ რამდენი ფულის გადახდა მოუხდებოდა ჯარიმის სახით. ეს საშინელება იყო. ნახა რომ მანქანას ნაკაწრიც არ ჰქონდა. ძალიან კარგი! სხეული დაბლა ჩააგდო და წავიდა. ცოტაც და სახლში იქნებოდა. უეცრად სარკეში გოგონა დაინახა! ვიღაც უკანა სავარძელზე იჯდა! ლეონმა მიიხედა. არავინ არ იყო. – მოჩვენებები არ არსებობენ. ეს სულ იმ საშიში ისტორიის ბრალია წინა კვირას, რომ წავიკითხე. სახლი გამოჩნდა. იფიქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა და ეტყოდა, ვითომც გოგონას სხეული დაინახა. ეს აზრი მაშინვე თავიდან ამოიგდო. გოგონას ბრალი იყო! ღამით რატომ დადიოდა?! ვიღაცამ ლეონს ხელი მოჰკიდა. მანქანაში აცივდა. კაცმა ტირილის ხმა გაიგო. უკან მიიხედა. არავინ არ იყო. წინ მიიხედა და მანქანის ფარების შუქი დაინახა. მეორე დღეს ლეონი თავისსავე მანქანაში მკვდარი იპოვეს. უკანა სავარძელზე მკვდარი გოგონას სხეული იყო.

კატეგორია: საშიში ნამდვილი ისტორიები | ნანახია: 652 | დაამატა: Gioapro_admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე