მთავარი » 2015 » June / ივნისი » 1 » საქართველოს ულამაზესი ადგილები - დავით გარეჯი
1:18 PM
საქართველოს ულამაზესი ადგილები - დავით გარეჯი

დავით გარეჯი 
თბილისიდან 85 კილომეტრში,კახეთში,ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯის საფლავია.თავისი მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდი მან სწორედ ამ ადგილებში გაატარა.გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა განთავსებული და 19 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. მთავარი მონასტრის ტერიტორიაზე 5 ათასი კელიაა,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ როცა საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა ,იქ ათასობით ბერი მოღვაწეობდა . 19 მონასტრიდან ერთი,ბერთუბნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.სწორედ იქ არის თამარის ოთხი შემორჩენილი ფრესკიდან ერთ-ერთი.კომპლექსიდან კილომეტრნახევარში ჯანდარის ტბა და აზერბაიჯანის საზღვარია. 
მე-17 საუკუნესი ამ ადგილებსი 6000 გარეჯელი ბერი უსჯულოთა ხელით აღესრულა.ისტორიული ცნობების მიხედვით,შაჰ-აბასი მონასტერთან ახლოს თავისი ლაშქრით სანადიროდ იყო გასული, აღდგომა თენდებოდა,ბერები ტრადიციისამებრ ამ დღესასწაულზე მთავარ ეკლესიაში იკრიბებოდნენ და წირვას ატარებდნენ.ღამით მთაზე შაჰ-აბასმა უამრავი მოციმციმე სინათლე რომ შენიშნა,შეიარაღებული რაზმით იქით გაემართა.მონასტრის წინამძღვარმა სთხოვა ,სადღესასწაულო წირვის დასრულება ეცლია და მერე რაც უნდა ის მოემოქმედა,წინამძღვარს ქონდა ხილვა,რომ უფალი გარეჯელ ბერებს თავისთან იხმობდა ,იგი სხვა ბერებსაც მოუყვა .მხოლოდ ორი ახალნაკურთხი ბერი შეშინებულა და მონასტრიდან გაქცეულან.

კატეგორია: ულამაზესი ადგილები | ნანახია: 640 | დაამატა: mlomidze20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე