მთავარი » 2015 » June / ივნისი » 1 » საქართველოს ულამაზესი ადგილები
1:22 PM
საქართველოს ულამაზესი ადგილები

ჯვრის მონასტერი

        მცხეთის ჯვარი ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების  განვითარების მწვერვალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძარი  მცირე ზომისაა, იგი თავის გრანდიოზულობით   მაინც  აოცებს   მნახველებს.  აღსანიშნავია   ტაძრის მდებარეობა, ეს ადგილი  წარმოადგენს მტკვრისა და არაგვის შესაყარს. თუ დავუკვირდებით ეს ადგილი წარმოგვიდგება  საქართველოს  თითქმის ყველა კუთხის შეყრის ადგილად – სამხრეთ-დასავლეთიდან  მდინარე მტკვარის და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდინარე არაგვი.
        ტაძრის  სახელწოდებას  ისტორიული  საფუძველი აქვს.  ქრისტიანობის მიღების პირველი დღიდანვე ამ ტაძრის ადგილას  წმ. ნინოს  მითითებით და მირიან მეფის  ბრძანებით  დიდი ჯვარი ყოფილა აღმართული.  მემატიანეთა გადმოცემით, ქართლის  ერისმთავარმა  გუარამმა  VI ს-ის II-ნახევარში  ხის ჯვარის ჩრდილოეთით ააშენა  პატარა ეკლესია,  რომელსაც მცირე  ტაძარს  ან მცირე ჯვარს უწოდებდნენ.  ეკლესია  როგორც  გარედან ისე  შიგნიდან მორთული  ყოფილა.  დასავლეთის  კედელში ეხლაც შემორჩენილია ჯვრის გამოსახულება,   რომელიც  ამ  მცირე   ტაძრიდან  არის.  შენობის   ქვეშ მოთავსებული   ყოფილა  საძვალე  რის  გამოც  ეკლესია   მოუთავსებიათ საგანგებო   ბაქანზე.   სწორედ   ამიტომ   ეკლესიას  მიდგმული   ჰქონია შვიდსაფეხურიანი კიბე.    

მცხეთის ჯვრიდან იშლება დიდებული სანახაობა–ქვემოთ საქართველოს ძველი  დედაქალაქი  მცხეთაა, სვეტიცხოვლისა  და  სამთავროს ტაძრებით, მარცხნივ  ბაგინეთის ქედი, არმაზის  ნაშთებით, მარჯვნივ მაღალ მთაზე კი ზედაზნის მონასტერი.

          ჯვრის  მონასტერი  აგებულია ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების პრინციპებზე  და  სრულად  განსხვავებულია   ბიზანტიური  და  სომხური არქიტექტურისაგან. იგი  საქართველოს  ადრე  ფეოდალური  არქიტექტურის მწვერვალია.

 ტაძარს  ორი  შესასვლელი  აქვს:  სამხრეთიდან  და  ჩრდილოეთიდან. სამშენებლო   ხელოვნების    მაღალ   დონეზე   მეტყველებს   ფასადების გაფორმების  ნაირგვარი გადაწყვეტა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია აღმოსავლეთის  და  სამხრეთის  ფასადების  მხატვრული გადაწყვეტა. ისინი შესანიშნავად  წარმოგვიდგენენ  რელიეფური  ხელოვნების  მაღალ  დონეს VI-საუკუნის  საქართველოში.  რელიეფებზე   შემორჩენილი  ასომთავრული წარწერები   ქართული  დამწერლობის  უძველეს  ნიმუშებს  წარმოადგენენ. აღსანიშნავია   აგრეთვე   სამხრეთის  შესასვლელის  რელიეფი,  რომელიც ანგელოზთა  მიერ  ჯვრის  ამაღლებას  გამოსახავს. ეს თემა  ქრისტიანულ ხელოვნებაშია გავრცელებული და საწყისს რომაულიდან იღებს.

ჯვრის მონასტერი
კატეგორია: ულამაზესი ადგილები | ნანახია: 854 | დაამატა: mlomidze20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე