მთავარი » 2015 » June / ივნისი » 1 » საქართველოს ულამაზესი ადგილები - საფარის მონასტერი
1:23 PM
საქართველოს ულამაზესი ადგილები - საფარის მონასტერი
  
საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მანძილი ახალციხესა და საფარას შორის 10-12 კმ-ია. გზაზე უღელტეხილია, უღელტეხილის გადასვლისთანავე ჩნდება ღრელე - ძველი ქართული სოფელი. ღრელიდან მონასტრამდე ვიწრო გზა ციცაბო კლდის კალთაზეა გაყვნილი; გარშემო მოწითალო ფერის კლდეებია... მნახველს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება მონასტერი... ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული და სამი მხრივ კლდეებით შემოფარგლული მონასტერი. უმცენარო გზის შემდეგ-ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული, მრავალშენობიანი მონასტერი ოაზისივით ჩნდება...    საფარა დაბურულ ხეობას გადაჰყურბს. ოდესღაც აქ მთის მდინარე ყოფილა, რომელიც ურაველის წყალს ერთვოდა. მთავარი ტაძარი ამ ხევის პირსაა, კლდოვან კონცხზე. აქედან აღ-თით ურაველის წყლის დაკლაკნილი ზოლი ჩანს, უფრო შორს კი დიდი ველი, სადაც მდ. ფოცხოვი მტკვარს ერთვის.

კატეგორია: ულამაზესი ადგილები | ნანახია: 779 | დაამატა: mlomidze20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე