მთავარი » 2015 » June / ივნისი » 1 » საქართველოს ულამაზესი ადგილები - ახალციხის რაბათი...
1:25 PM
საქართველოს ულამაზესი ადგილები - ახალციხის რაბათი...

რაბათის ციხე მდებარეობს ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII – XIII საუკუნეში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი "ახალციხე”. XVI საუკუნიდან სამცხეს ოსმალეთის იმპერია იპყრობს და იწყება რეგიონის ისლამიზაცია. კომპლექსში შემავალი მეჩეთიც და მედრესეც სწორედ ოსმალთა ბატონობის პერიოდს მიეკუთვნება. 1828 წელს ახალციხე რუსებმა აიღეს. რაბათის უბნის დიდი ნაწილი ბრძოლების შედეგად განადგურდა და შემდეგ ხელახლა აშენდა.
რაბათის კომპლექსმა დღემდე ძალიან სავალალო მდგომარეობაში მოაღწია. ძირითადი ნაგებობებიდან შემორჩენილი იყო ციხე გალავანი, კოშკების ნაშთები, მეჩეთი, მედრესე, ციტადელის ნაშთები. 2011 წელს დაიწყო ციხის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის პირველი ეტაპიც 2012 წლის აგვისტოში დასრულდა. ციხის რეკონსტრუქციაზე 4 კომპანია მუშაობდა. რეაბილიტაციის პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმ დროინდელი შსს და შემდგომ პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი. კომპლექსის საზეიმო გახსნის კონცერტში მონაწილეობას ღებულობდა ცნობილი ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური, რომელიც წარმოშვებით ახალციხიდანაა.
რეაბილიტაციის შემდეგ რაბათის ციხე სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდა. კომპლექსში არის ფართები მაღაზიებისთვისა და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის, რესტორანი, სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი. კომპლექსში ასევე ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ფესტივალები.
1579 წელს ქალაქი ოსმანთა იმპერიის მართვის ქვეშ აღმოჩნდა და 1628 წლიდან მათი იმპერიის პროვინციის ცენტრად იქცა. 1829 წელს ადრიანოპოლის ზავის თანახმად ახალციხის ციხე-სიმაგრე მიუერთეს რუსეთის იმპერიას. თვით ახალციხის ბრძოლა გაიმართა 1828 წლის 9 აგვისტოს ციხე -სიმაგრის კედლებთან რუსეთ-თურქეთის ომის დროს სადაც ერტმანეთს შეებრძოლენ რუსეთის ჯარები გენერალ პასკევიჩის მეთაურობით და კიოს-მაჰამედ-ფაშას თურქული არმია.      

რეაბილიტაციის პროცესში აგებული ახალი ნაგებობები:
14 15a 16 18 19 20 21 22 23 24
კატეგორია: ულამაზესი ადგილები | ნანახია: 1252 | დაამატა: mlomidze20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე