მთავარი » News archive /ახალი ამბების არქივი


ბოლო რამოდენიმე წელიწადია ე.წ ”საშიში ხუმრობები” ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Youtube-ზე, სულ რამოდენიმე დღის წინ კი ახალი გამოვეყნდა, მოქმედება ბრაზილიის მეტროში ხდება და სიუჟეტი ტიპიური საშინელებათა კინოს მსგავსია, თითქმის ცარიელი მეტროს ვაგონი სადგურზე ჩერდება , კარები არ იღება , შემდეგ რა ხდება ამას თავად ნახავთ…

Category: ვიდეოები | Views: 442 | Added by: Gioapro_admin | Date: 2015-04-14 | Comments (0)  სრულად ნახვა...

 

მოკლე, მაგრამ ძალიან საშიში ისტორიები.

მე ვაწვენ ბავშვს დასაძინებლათ, ხოლო ის მე მეუბნება: “მამა, შეამოწმე მონსტრები საწოლის ქვეშ”. ვიხედები საწოლის ქვეშ, რომ ის დავაწყნარო და იქ ვხედავ საკუთარ ბავშვს, რომელიც მიყურებს შიშით და აკანკალებული ხმით მეუბნება: “მამა, იქ ვიღაც სხვაა ჩემს საწოლში”.

გავიღვიძე იმის გამო, რომ გავიგონე კაკუნი ფანჯარაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ ვიღაც აკაკუნებდა ფანჯარაზე, მაგრამ შემდეგ კიდევ გავიგონე კაკუნი… სარკიდან.

მომღიმარი სახე მომაშტერდა მე სიბნელიდან ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრის მიღმა. მე ვცხოვრობ 14-ე სართულზე.

დედამ დამიძახა სამზარეულოში, მაგრამ გზაში გავიგონე, თუ როგორ მეჩურჩულება დედა სხვა ოთახიდან: “არ წახვიდე იქ, მეც გავიგონე”.

დილას მე ტელეფონში აღმოვაჩინე მძინარე ჩემი თავის ფოტოგრაფია. მე მარტო ვცხოვრობ.

მე უბრალოდ ... სრულად ნახვა



საინტერესო ფაქტები რიცხვების და ციფრების შესახებ.

ალბათ ბევრმა არ იცის და არ სმენით და ბევრმა არ იცის, თუ საიდან წარმოიშვა სიტყვა “ციფრი” და მითუმეტეს არავინ იცის თუ რას ნიშნავდა ის. თავდაპირველი მნიშვნელობა იყო “უდაბნო” და მისი წარმოშობა დაუკავშირეს არაბებს. დღეს მოცემული სიტყვას ვუწოდებთ იმ სიმბოლოებს, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით და ვწერთ.

დღევანდელ დღეს ადამიანებს ძლიერ ეშინიათ პარასკევი 13-ის. იცით, რომ ბევრ ქვეყანაში არ არსებობს 13 სახლი ან 13 სართული? მათ გადაარქმევენ სახელს და ეგრევე უწოდებენ 14-ს ან 12A-ს.

ლოგიკური ფოკუსი: რამდენი წლის იყავით 2011 წელს? მაშინდელ თქვენ ასაკს დაუმატეთ თქვენი დაბადების წლის ბოლო ორი ციფრები და მიიღებთ 111-ს?

გავიხსენოთ ცნობილი რიცხვი პი(პე), რომელიც უდრის 3,14. ამ რიცხვს არაოფიციალურად ამერიკაში აქვს ორი დღესასწაული. პირველი არის 14 მარტს, ხოლო მეორე კი არის 22 ივლისს – 22.07. რატომ ივლისი? გაყავით ციფრი თვეზე და მიიღებთ პის.
 აიყვანეთ კვადრატში 111 111 111 და მიიღებთ ასეთ რეზულტატს – 12345678987654321. ყურადღება მიაქციეთ: თავიდან რიცხვები დალაგდა ზრდადობის მიხედვით, ხოლო შემდეგ კი კლ ... სრულად ნახვა



ყველა ეს ისტორია რეალურ ცხოვრებაში მოხდა.

“დაწყევლილი” ნომერი
ბევრს სჯერა, რომ 0888-888-888 ითვლება ტელეფონის “უიღბლო” ნომრად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი ყოფილი მფლობელები საშინლად კვდებოდნენ. 2000 წელს მოცემული ნომერი ეკუთვნოდა მობილური კავშირის ბულგარულ ოპერატორს და მას შემდეგ მას “მიყავდა” იმ ადამიანების სიცოცხლეები, რომლებიც ამ ნომერს ფლობდა. პირველი მფლობელი მოულოდნელად გარდაიცვალა სიმსივნისგან, ორი სხვა დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით. 2007 წელს კომპანიაში მიიღეს ამ ნომრის გაურკვეველი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება. თუ დარეკავთ ქალის ხმა გიპასუხებთ: “აბონენტი გასულია ქსელის მოქმედების ზონიდან”.

“ადამიანი მედანიდან”
1948 წლის თებერვალში ხომალდებმა, რომლებიც მდებარეობდნენ ინდონეზიასთან ახლოს, მიიღეს კატასტროფის სიგნალი ჰოლანდიური სატვირთო თბომავლისგან “S.S. Ourang Medan”. კაცმა ინგლისურათ გადმოსცა შემდეგი შეტყობინება: “კაპიტანი და ყველა ოფიცერი წვანან მკვდრები კაბინაში. შეიძლება, მთელი გუნდი მკვდარია”. ამ შეტყობინებას მოყვა მორზეს გაურკვეველი კოდი და მოკლე ფრაზა “მე ვკვდები”. როდესაც სამძებრო ჯგუფი ავიდა ბორტზე დაინახა, რომ მთელი ეკიპაჟი მართლა მკვდარია, ძაღლიც კი. მათი თვალები ფართოდ იყო გახელილი, ხოლო სახეები მიმართული იყო მზისკენ. გარკვეული დროის შემდეგ ეს ხომალდი აფეთქდა და ჩაიძირა, რამაც შეუძლებელი გახადა ინციდენტის გამოძიება.

... სრულად ნახვა



სანამ ისტორიის თხრობას შევუდგებოდე, მინდა გაგაცნოთ ის ადგილი სადაც დატრიალდა ეს საზარელი და ამაზრზენი ფაქტი, ეს გახლავთ ოკლაჰომას ეროვნულ გმირთა  სასაფლაო  სადაც დაკრძალული არიან ისეთი ჯარისკაცები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს საკუთარი სამშობლო და თავი შესწირეს მის გაერთიანებასა და გაძლიერებას.
ეს ამბავი დაიწყო ავღანეთში 2008 წელს ჰელმანდის პროვინციაში, ახალგაზრდა ჯარისკაცი სახელადჯეიმსი ჩაეწერა რეზერვისტთა სიაში, ამის მიზეზად მიიჩნევა ის ეკონომიური სიდუხჭირე რაშიც ის და მისი ოჯახი ჩავარდა 2007 წელს, როდესაც მათი მთავარი მარჩენალი მამა გარდაიცვალა, 18 წლის ჯეიმს სამსახურს არავინ სთავაზობდა, თვითონაც არავის სურდა მისი სამუშაოზე აყვანა, მიზეზად სახელდებოდა ის უშნო შესახედაობა რაც სამწუხაროდ ღმეთმა არგუნა ,ამიტომაც  ... სრულად ნახვა



ალბათ ერთხელ მაინც თითეოულ თქვენგანს გსმენიათ სატანის წიგნის შესახებ, მაგრამ თუ რა წერია შიგ და რა საიდუმლოებსბს და ისტორიებს ატარებს ის თქვენთვის უცნობია, მინდა გიამბოდ ერთი ბიჭის შესახებ, რომელიც დაინტერესდა ამ წიგნით და გადაწყვიტა მისი მაგიურობის ახსნა და შეთვისება.
1993 წელი, ნორვეგიის ერთი ლამაზი სოფელი ვილსლოვი , ეს ადგილი გამოირჩეოდა მისი სიმშვიდით , ლამაზი ბუნებითა და მეტად განსხვავებული საზოგადოებით. ჩვენი პიტერიც ამ სოფლის მკვიდრი იყო, ის ერთი უბრალო ბიჭი გახლდათ , რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და ამავდროულად მცირედი სამუშაოს კეთების მეტი არაფერი უნახავს, მას არ ქონდა არავისთან კარგი დამოკიდებულება, მუდმივად იყო სტრესში და ყველანაირად ცდილობდა საზოგადოებისგან გამორიყულიყო და საკუთარი ილუზიების სამყარო შეექმნა რაც გამოდიოდა კიდეც, რადგან სოფელში თუ ვინმეს მის სახელს კითხავდი , ვერავინ გიპასუხებდათ , რადგან თითქმის არავინ იცნობდა მას. ერთ დღესაც პიტერს  მობეზრდება იმ გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, რომელსაც ის ამ წლების მანძილზე აშენებდა და გადაწყვეტს , ეზიაროს რაიმე უჩვეულოს , ახალს და ისეთს , რომელიც მის ცხოვრებას შემატებს ინტერეს და მრავალფეროვნებას. როგორც ვიცით პიტერი გახსნილი საზოგადოებასთან არასდროს ყოფილა და არც ის წარმოადგენა მისთვის ოცნებას , რომ ხალხში გამოსულიყო გაცნობოდა მათ და უფრო შესამჩნევი გამხადრიყო სხვათათვის, არა მან დაიწყო ეძია ისეთი გზა, რომელსაც მხოლოდ ის გავყებოდა, მხოლოდ ის შეიგრძნობდა და განიცდიდა , ოღონდ საზოგადოებისგან მალულად, ამ ფიქრში იმყოფებოდა ბიჭი , როდესაც კარებზე გაისმა ძლიერი ბრახუნი, პიტერს ასე ჯერ არაფერი გაკვირვებია, რადგან მის კარზე ... სრულად ნახვა



სასაფლაოზე მოსიარულეები

ბორჯომი არც თუ ისე დიდი ქალაქია,მაგრამ ხალხია კარგი. რომ დაუკვირდე სასაფლაოებს უფრო დიდი ადგილი უკავია, ვიდრე მოსახლეობით დატვირთულ ადგილებს…
ერთი რამ ფაქტია: ახალი თაობა ძველზე უკეთესია.ბორჯომი ტყეშია ჩაფლული. აქ ვისვენებ როგორც სულიერად, ისევე ფიზიკურადაც. ტელევიზორი, ეზო, კომპიუტერი გართობის წყაროებია .
ძირითადად არ ჩავდივარ ეზოში. თუ ჩავალ ისიც ათასში ერთხელ ანუ ჩემს დას თუ გავყვები ან ნინოს. ჰობი? ჰობი ტელეკინეზია1. დიდი ხანია რაც ვვარჯიშობ. დაახლოებით სამი წელი იქნება, მაგრამ უშედეგოდ და თავიც დავანებე. ცრუმორწმუნო ვარ. რაც ხდება „ცრუმორწმუნეობას“ ვერ დავარქმევდი. მჯერა რაღაც „ მაგიურის“ და თითქოს ვამაყობ კიდეც ამით. დავხეტიალობ ინტერნეტში ვეძებ წყაროებს მაგიის შესახებ, ვეძებ წიგნებს და ვკითხულობ. ეს ყველაფერი ეჭვს უფრო მიმძაფრებს და რაღაც გამოძიების სურვილი მიჩნდება. ხანდახან, ვფიქრობ, რომ რაღაც „ზებუნებრივი“ გამაჩნია. და ვეძებ ამ „ზებუნებრივს“ ჩემს თავში. ვპოულობ? ვერა, მაგრამ იმედი მაინც მაქვს. დავიდებ ფურცელს და ვცდილობ გამოძრავებას. პირველად, რომ გავამოძრავე ისეთი გრძნობა მქონდა, რომელსაც სიტყვებით ვერ გავდმოსცემ. ერთხელ შემეშინდა ხომ არ ვსცოდავ-თქო, მაგრამ ბევრმა მითხრა ეს უბრალოდ ადამიანის შესაძლებლობაა რომელსაც განვითარება სჭირდებაო.
ამას წინებზე ჩემს მეორე სოფელში: ატოცში ვიყავი. აღდგომები დამეთხვა და სასაფლაოზე გავედით. საღამოზე გავედით. უკვე რომ ბნელდებოდა. მანამდე საქმეები გვქონდა. სუფრა გავშალეთ. საფლავს ღვინო მოვასხით.
უსმელი წყალი დავალევინეთ მიწას. მერე ბიძაჩემმა აიტეხა: წადი საფლავებზე და კვერცხები მომიტანეო. ვუპასუხე, რომ უკვე ბავშვებს აღებული ექნებოდათ, მაგრამ არ მოეშვა. მეც დავადე თავი დაწავედი. როგორია ახლა სიბნელეში იარო საფლავებზე, გახსნა ღ ... სრულად ნახვა



გაუგებარია, შეუძლია თუ არა ასეთ რეკლამას გაზარდოს ავტომობილის საბურავების გაყიდვა, თუმცა იაპონურ კომპანია AutoWay-ს ამის იმედი აქვს. ეს ალბათ პირველი რეკლამაა მსოფლიოში რომლის ყურებაც სუსტი გულის მქონე მაყურებლისთვისაც არ შეიძლება.
მეც ვთვლი რომ უნდა გითხრათ და გაგაფრთხილოთ რომ ამ რეკლამის ყურებისას შეიძლება შეგეშინდეთ ამიტომ სუსტი გულის მქონე ხალხი მოერიდეთ.
 



მთაზე ნისლი ჩამოწოლილიყო. ღამე იყო და გზაზე არავინ არ დადიოდა. მთის არწივები სიჩუმეს არღვევდნენ. მერე ჰორიზონტზე მანქანა გამოჩნდა. – სულ ნისლი! – თქვა გაბრაზებულმა ლეონმა. – ასე როგორ შეიძლება?! ეს ირმებიც წინ დარბიან. ერთი დღე მაინც იყოს ისეთი რომ ნისლი არ ჩამოწვეს. ირემს თუ დაეჯახებოდა და მოკლავდა ეგ არაფერი, მაგრამ მანქანა? თავის მშვენიერ პორშეს ხომ ვერ გააფუჭებდა? არა, ამას ვერ იზამდა. ფრთხილად უნდა ყოფილიყო. 42000 – ს დოლარიან მანქანას გაფრთხილება სჭირდებოდა. საშინლად ცინიკოსი იყო. ერთი მეგობარიც არ ჰყავდა. ძვირიანი მანქანა ჰყავდა, მაგრამ ფეხსაცმელში ფულის დახარჯვა არ უნდოდა. უვარგისი ფეხსაცმლის გამო კიბეზე ხშირად გორდებოდა. ნისლი ცოტათი გაიფანტა. ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ლეონმა მაღლა აიხედა და ამ სილამაზეს შეხედა. მისმა საშინელმა გულმაც ვერ გაუძლო და ასეთი საოცრებით მოიხიბლა… საჭეს თავი მიარტყა და გაეღვიძა. მანქანა გააჩერა. გადმოვიდა და დაფიქრდა. როგორც ჩანდა რაღაცას დაეჯახა. – ჯანდაბა! მე რატომ მომივიდა? მიხვდა რომ საჭესთან დაეძინა. სიბნელეში გზაზე დაგდებული და სისხლიანი გოგონა დაინახა. ლეონი ციხეში რომც არ ჩაესვათ რამდენი ფულის გადახდა მოუხდებოდა ჯარიმის სახით. ეს საშინელება იყო. ნახა რომ მანქანას ნაკაწრიც არ ჰქონდა. ძალიან კარგი! სხეული დაბლა ჩააგდო და წავიდა. ცოტაც და სახლში იქნებოდა. უეცრად სარკეში გოგონა დაინახა! ვიღაც უკანა სავარძელზე იჯდა! ლეონმა მიიხედა. არავინ არ იყო. – მოჩვენებები არ არსებობენ. ეს სულ იმ საშიში ისტორიის ბრალია წინა კვირას, რომ წავიკითხე. სახლი გამოჩნდა. იფიქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა და ეტყოდა, ვითომც გოგონას სხეული დაინახა. ეს აზრი მაშინვე თავიდან ამოიგდო. გოგონას ბრალი იყო! ღამით რატომ დადიოდა?! ვიღაცამ ლეონს ხელი მოჰკიდა. მანქანაში აცივდა. კაცმა ტირილის ხმა გაიგო. უკან მიიხედა. არავინ არ იყო. წინ მიიხედა და მანქანის ფარების შუქი დაინახა. მეორე დღეს ლეონი თავისსავე მანქანაში მკვდარი იპოვეს. უკანა სავარძელზე მკვდარი გოგონას სხეული იყო.




ღამით გამეღვიძა. ცივი ვიყავი. კოშმარი დამესიზმრა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სიზმარში რა ვნახე. შევეცადე შიშის გრძნობა მომეშორებინა. საათს დავხედე. სამი საათი იყო. სიბნელის არასოდეს არ მეშინოდა, თუმცა იმ ღამეს რაღაც ცუდად იყო. ვგრძნობდი, თითქოს ვიღაც მიყურებდა.

ორსართულიან სახლში ვცხოვრობდი, სადაც ბევრი სარკე იდო. მამაჩემმა სარკეები ისე დადო, რომ თუ გარკვეულ ადგილებში დადგებით ყველაფერს დაინახავთ. სმენაც კარგი მაქვს. მაგალითად კატა თუ ერთ ოთახში რამეს ჩამოაგდებს, მე მეორე ოთახში ყოფნის დროსაც მესმის. წინათგრძნობაც მაქვს. ის ყოველთვის მაფრთხილებს, როცა რამე ცუდი უნდა მოხდეს. წინათგრძნობამ მაშინაც გამაფრთხილა.
ტელეფონის ზარის ხმამ გამაღვიძა. ავდექი და ტელეფონი ავიღე. მარტო ვიღაცის სუნთქვის ხმა მესმოდა. გავთიშე და დავინახე, რომ დაბლიდან სინათლე არ ამოდიოდა. სამზარეულოში შუქი ანთებული დავტოვე. დაბლა ჩავედი. სახლის კარი ღია იყო. ფრთხილად მივედი კარებთან და დავკეტე. ჩაცუცქული შევიპარე სამზარეულოში. ონკანიდან წვეთები გადმოდიოდა. შუქი ავანთე და დავინახე, რომ სისხლის წვეთები იყო. ჩემი კატა მოეკლათ და ონკანზე ჩამოეკიდათ. იქ წარწერაც იყო: თვალები კი არა ყურები დაძაბე. ... სრულად ნახვა


« 1 2 ... 6 7 8 9 »
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე