მთავარი » News archive /ახალი ამბების არქივი

ინფორმაცია სერიალზე:
დასახელება: საყვარელი მატყუარები სეზონი 2
ორიგინალი დასახელება: Pretty Little Liars. Season 2
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრი: დრამა, დეტექტივი, თრილერი
... სრულად ნახვა
Category: სერიალი | Views: 478 | Added by: Gioapro_admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)  სრულად ნახვა...


ინფორმაცია სერიალზე:
დასახელება: საყვარელი მატყუარები
ორიგინალი დასახელება: Pretty Little Liars
გამოსვლის წელი: 8 იანვარი 2010
ჟანრი: დრამა, დეტექტივი, თრილერი
... სრულად ნახვა
Category: სერიალი | Views: 548 | Added by: Gioapro_admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)  სრულად ნახვა...

  
საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მანძილი ახალციხესა და საფარას შორის 10-12 კმ-ია. გზაზე უღელტეხილია, უღელტეხილის გადასვლისთანავე ჩნდება ღრელე - ძველი ქართული სოფელი. ღრელიდან მონასტრამდე ვიწრო გზა ციცაბო კლდის კალთაზეა გაყვნილი; გარშემო მოწითალო ფერის კლდეებია... მნახველს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება მონასტერი... ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული და სამი მხრივ კლდეებით შემოფარგლული მონასტერი. უმცენარო გზის შემდეგ-ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული, მრავალშენობიანი მონასტერი ოაზისივით ჩნდება...    საფარა დაბურულ ხეობას გადაჰყურბს. ოდესღაც აქ მთის მდინარე ყოფილა, რომელიც ურაველის წყალს ერთვოდა. მთავარი ტაძარი ამ ხევის პირსაა, კლდოვან კონცხზე. აქედან აღ-თით ურაველის წყლის დაკლაკნილი ზოლი ჩანს, უფრო შორს კი დიდი ველი, სადაც მდ. ფოცხოვი მტკვარს ერთვის.



ჯვრის მონასტერი

        მცხეთის ჯვარი ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების  განვითარების მწვერვალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძარი  მცირე ზომისაა, იგი თავის გრანდიოზულობით   მაინც  აოცებს   მნახველებს.  აღსანიშნავია   ტაძრის მდებარეობა, ეს ადგილი  წარმოადგენს მტკვრისა და არაგვის შესაყარს. თუ დავუკვირდებით ეს ადგილი წარმოგვიდგება  საქართველოს  თითქმის ყველა კუთხის შეყრის ადგილად – სამხრეთ-დასავლეთიდან  მდინარე მტკვარის და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდინარე არაგვი.
        ტაძრის  სახელწოდებას  ისტორიული  საფუძველი აქვს.  ქრისტიანობის მიღების პირველი დღიდანვე ამ ტაძრის ადგილას  წმ. ნინოს  მითითებით და მირიან მეფის  ბრძანებით  დიდი ჯვარი ყოფილა აღმართული.  მემატიანეთა გადმოცემით, ქართლის  ერისმთავარმა  გუარამმა  VI ს-ის II-ნახევარში  ხის ჯვარის ჩრდილოეთით ააშენა  პატარა ეკლესია,  რომელსაც მცირე  ტაძარს  ან მცირე ჯვარს უწოდებდნენ.  ეკლესია  როგორც  გარედან ისე  შიგნიდან მორთული  ყოფილა.  დასავლეთის  კედელში ეხლაც შემორჩენილია ჯვრის გამოსახულება,   რომელიც  ამ  მცირე   ტაძრიდან  არის.  შენობის   ქვეშ მოთავსებული   ყოფილა  საძვალე  რის  გამოც  ეკლესია   მოუთავსებიათ საგან ... სრულად ნახვა

 
ანანურის ციხე- მაგრამ დღესდღეისობით ის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია რომელსაც ყოველ წელს უამრავი მნახველი ჰყავს. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება). გალავნის კედელში ჩატანილია 4 მრგვალი კოშკი.
მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 900 მ., დუშეთიდან 23 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 508 კაცი. გვიან შუა საუკუნეებში ანანური მნიშვნელოვან ციხე-ქალაქს წარმოადგენდა; იყო არაგვის საერისთავოს, XVIII ს. მიწურულს — საუფლისწულოს ცენტრი. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, 1803-1821 წწ. იყო ანანურის მაზრის ცენტრი. სოფლის განაპირას შემორჩენილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობების კომპლექსი — ანანურის ციხე.






დავით გარეჯი 
თბილისიდან 85 კილომეტრში,კახეთში,ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯის საფლავია.თავისი მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდი მან სწორედ ამ ადგილებში გაატარა.გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა განთავსებული და 19 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. მთავარი მონასტრის ტერიტორიაზე 5 ათასი კელიაა,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ როცა საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა ,იქ ათასობით ბერი მოღვაწეობდა . 19 მონასტრიდან ერთი,ბერთუბნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.სწორედ იქ არის თამარის ოთხი შემორჩენილი ფრესკიდან ერთ-ერთი.კომპლექსიდან კილომეტრნახევარში ჯანდარის ტბა და აზერბაიჯანის საზღვარია. 
მე-17 საუკუნესი ამ ადგილებსი 6000 გარეჯელი ბერი უსჯულოთა ხელით აღესრულა.ისტორიული ცნობების მიხედვით,შაჰ-აბასი მონასტერთან ახლოს თავისი ლაშქრით სანადიროდ იყო გასული, აღდგომა თენდებოდა,ბერები ტრადიციისამებრ ამ დღესასწაულზე მთავარ ეკლესიაში იკრიბებოდნენ და წირვას ატარებდნენ.ღამით მთაზე შაჰ-აბასმა უამრავი მოციმციმე სინათლე რომ შენიშნა,შეიარაღებული რაზმით იქით გაემართა.მონასტრის წინამძღვარმა სთხოვა ,სადღესასწაულო წირვის დასრულება ეცლია და მერე რაც უნდა ის მოემოქმედა,წინამძღვარს ქონდა ხილვა,რომ უფალი გარეჯელ ბერებს თავისთან ... სრულად ნახვა

« 1 2 3 4 5 ... 8 9 »
   შშემოგვიერთდით  მოიწონეთ ჩვემი გვერდი   FACEBOOK _ზე